ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა

21:27, 22.03.2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ვირუსის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 683 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი