ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით ხანდაზმული პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ვირუსით ინფიცირებამდე ჰქონდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 115 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება საერთაშორისო მონაცემებს, ახალი ტიპის კორონავირუსით 97 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 3 347-ს შეადგენს.
ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნება თითქმის 54 000-მა პაციენტმა მოახერხა.