ბრიტანეთში კორონავირუსის ტესტირებისა და გამოვლენის ახალი პროგრამა წარადგინეს
ბრიტანეთში კორონავირუსის ტესტირებისა და გამოვლენის ახალი პროგრამა წარადგინეს

​კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ჩასანაცვლებლად, დიდ ბრიტანეთში ტესტირებისა და გამოვლენის ახალი სისტემა წარადგინეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყანაში მკაცრ შეზღუდვებს მალე ახალი სისტემა შეცვლის, რომელიც მასობრივ ტესიტრებასა და კონტაქტების მოძიების გაძლიერებულ მუშაობაზეა დაფუძნებული.

„როგორ გავაგრძელოთ ნორმალურ ცხოვრება, ვიდრე ეფექტური სამკურნალო საშუალებები ან ვაქცინა არ გვაქვს? ამ კითხვაზე პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს ახალი სისტემაა. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ტესტირება-მოძიების პროგრამა ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, შეზღუდვების ნაწილი ინდივიდუალური იზოლაციით ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა ჰენკოკმა.

ახალი სისტემა ინფიცირებულის დაუყოვნებლივ იზოლირებას, ტესტირებას და ჯანდაცვის სისტემასთან მის აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს, რის შედეგადაც მათი კონტაქტების აქტიური გამოვლენა მოხდება. საწყის ეტაპზე თანამშრომლობა სავალდებულო არ იქნება თუმცა, როგორც ჰენკოკი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, ჯანდაცვის სამსახურთან თანამშრომლობა სავალდებულოც გახადოს.