ბრიტანეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

13:39, 27.02.2020

ბრიტანეთში კორონავირსუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები იტალიის იმ რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ვირუსია გავრცელებული. დაინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.

მსგავსი