ბრიტანეთში კორონავირუსის 68 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 325 პაციენტი
ბრიტანეთში კორონავირუსის 68 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 325 პაციენტი

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 1 325 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსით გაერთიანებულ სამეფოში კიდევ 68 053 ადამიანი დაინფიცირდა.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ვრცელდება, რომელიც უფრო მეტად გადამდებია.

დღესვე საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.