ბრიტანეთში კორონავირუსის 4 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი
ბრიტანეთში კორონავირუსის 4 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით, ბრიტანეთში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 4,9 პროცენტით არის შემცირებული, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 31 პროცენტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 258 438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით გარდაცვლილია 125 516 ადამიანი.