ბრიტანეთში კორონავირუსის 37 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 209 ინფიცირებული
ბრიტანეთში კორონავირუსის 37 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 209 ინფიცირებული

ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 209 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 37 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მცირეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის შვიდ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 133 ათასი ადამიანი.