ბრიტანეთში კორონავირუსის 24 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი
ბრიტანეთში კორონავირუსის 24 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყოველდღიური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 129 000-ზე მეტი ადამიანი.