ბრიტანეთში კორონავირუსის 23 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 200 პაციენტი
ბრიტანეთში კორონავირუსის 23 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 200 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 200 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 23 275 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 770 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 105 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

მთავრობის სტატისტიკით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 8,38 მილიონმა ადამიანმა მიიღო.