ბრიტანეთში კორონავირუსის 1 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 181 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 41 662 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით სულ 294 375 ადამიანი დაინფიცირდა.