ბრიტანეთში კორონავირსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-ით გაიზარდა
ბრიტანეთში კორონავირსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-ით გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-ით გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 44 220-ს აღწევს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 516 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის სულ 285 416 შემთხვევა.