ბრიტანეთში ივნისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბრიტანეთში ივნისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში ივნისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 4 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავრობის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 41 499 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 334 467 შემთხვევა.