ბრიტანეთში იშვიათი ანთებითი სინდრომით ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებს სწავლობენ

19:04, 28.04.2020

ბრიტანეთში იშვიათი ანთებითი სინდრომით დაიღუპა რამდენიმე ბავშვი, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენქოქის განცხადებით, მეცნიერები ეჭვობენ, რომ უცნობი სინდრომი შესაძლოა, „კოვიდ 19“-თან იყოს დაკავშირებული.

„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიელი და ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები უკვე იკვლევენ კავშირს „კოვიდ 19“-სა და ბავშვების მწვავე ანთებით დაავადებას შორის, რომლის მთავარი სიმპტომი მაღალი ტემპერატურა და გადიდებული არტერიებია.

მსგავსი