ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 439 და ინფიცირების 4 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 439 და ინფიცირების 4 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5300-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 51 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 439 და ინფიცირების 4 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბრიტანეთში ამ დრომდე განკურნება შეძლო 135-მა პაციენტმა. საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში 1500-მდე პაციენტი რჩება.