ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 54 940 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 563 პაციენტი
ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 54 940 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 563 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 54 940 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 563 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 066 პაციენტი იქნა ჰოსპიტალებული.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური „უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არის“.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 81 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.