ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი სახეობის შემთხვევები გერმანიასა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა
გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის მუტაციური სახეობა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე დაფიქსირდა. „გარდიანის“ ცნობით, ინფიცირებული პირი ფრანკფურტში 20 დეკემბერს ლონდონიდან ჩაფრინდა.
ბრიტანული მუტაციის პირველი შემთხვევის შესახებ იუწყება შვეიცარიაც. გამოვლენილია ორი ინფიცირებული. ორივე მათგანი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.