ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ეთნიკურ უმცირესობებს შორის მეტი ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ეთნიკურ უმცირესობებს შორის მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ეთნიკურ უმცირესობებს შორის უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის თანახმად, ლეტალური შედეგის მაღალი რისკის ქვეშ ეთნიკური უმცირესობებია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უდიდესი რისკის ფაქტორი ასევე არის ასაკი და ამ ჯგუფში შედიან მამაკაცებიც.

„კოვიდ-19“-ის გავლენა „არაპროპორციულია“ აზიელი, კარიბელი და შავკანიანი ეთნოსებისთვის, ჩვენ ჯერ არ ვიცით რატომ“,- ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენქოქმა აღნიშნა, რომ „შემაშფოთებელი“ მოხსენება „დროული“ იყო, რადგან „მთელ მსოფლიოში ხალხი გაბრაზებულია რასობრივი უსამართლობის გამო“.