გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფიცირებულებზე ზრუნვისთვის მადლობა აპლოდისმენტებით გადაუხადეს.
აქციაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც მიიღო, რომელიც ტაშის დასაკრავად დაუნინგ სთრითის #10-ის წინ გამოვიდა.