ბრიტანეთში, დერბის სამეფო საავადმყოფოში მედპერსონალი ერთჯერად სტერილურ ჰიჯაბებს ატარებს
დიდ ბრიტანეთში, დერბის სამეფო საავადმყოფო თანამშრომლებისთვის ერთჯერად სტერილურ ჰიჯაბებს ატარებს. „ბიბისის“ ცნობით, იდეა ექთან ფარაჰ როსლანს გაუჩნდა, რომელიც მუსლიმია. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ჰიჯაბის ტარება პაციენტებისთვის ინფექციის რისკს ზრდის.
ფარაჰ როსლანის თქმით, უნდა არსებობდეს ბალანსი დრეს-კოდსა და რწმენას შორის.
„მთელი დღე ჰიჯაბის ტარება არც ისე ჰიგიენური იყო. არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად“, – განაცხადა როსლანმა.
როსლანს იმედი აქვს, რომ ეს იდეა ეროვნულ დონეზე გავრცელდება.