ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები წელს არ გაიმართება
ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები წელს არ გაიმართება

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ თავის 94-ე იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების გაუქმება ითხოვა.

მონარქის თქმით, საზეიმო ღონისძიებების გამართვა ახლა მიუღებელი იქნებოდა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შედეგების გამო.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა.

ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი