ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ით განმეორებით ინფიცირების ალბათობა ექვსი თვის განმავლობაში დაბალია
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ით განმეორებით ინფიცირების ალბათობა ექვსი თვის განმავლობაში დაბალია

ბრიტანეთში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ით განმეორებით დაინფიცირების შანსები პირველი დიაგნოზიდან ექვსი თვის განმავლობაში ძალიან დაბალია.

კვლევა ბრიტანელმა მეცნიერებმა სამედიცინო პერსონალზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს.

„ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თუნდაც მცირე ხნით, მათი უმრავლესობა ვისაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მეორედ აღარ დაინფიცირდება“ – განაცხადა კველვის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დევიდ ფრაიმ.