ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 17 272 ადამიანს დაუდასტურდა

00:33, 07.12.2020

ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 17 272 ადამიანს დაუდასტურდა, 231 ადამიანი კი დაიღუპა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ით 1.7 მილიონზე მეტ ადამიანი დაინფიცირდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 61 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ნოტინგემის ცენტრში სოციალური დისტანცირების არარსებობის გამო, საშობაო ბაზრობა დაიხურა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ინტერნეტში გაზიარებულ სურათებში ჩანდა, რომ „ოლდ მარქეთ სქუერზე“ დისტანცირების წესებს ასობით ადამიანი არღვევდა.

მსგავსი