ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 41 504 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 338 000-ზე მაღალია.