ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 708 შეადგინა. ეს დიდ ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია. წინა დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 4 313 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ბრიტანული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 41 903 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ბოლო ერთ დღეში დაავადება 3 735 ადამიანს დაუდგინდა.