ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 4 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 27 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 390 358 შემთხვევა. მათ შორის 41 759 ლეტალური აღმოჩნდა.