დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 288-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი სულ 28,734-ს აღწევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
განახლებული ინფორმაცია მოსახლეობას ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს გაუზიარა.
ჯანდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია საჭირო მასშტაბებს ტესტერების მხრივ, თუმცა, ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში 85,000 ტესტის ჩატარება მაინც მოხერხდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მიზანი აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსზე დღეში 100,000 ტესტის ჩატარება იყო.