ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 260 ადამიანი დაიღუპა
ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 260 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსით 260 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ვირუსით უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გასულ დღესთან შედარებით 34 პროცენტით მოიმატა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 33-დან 100 წლამდე მერყეობს.

დიდი ბრიტანეთის მაშტაბით კორონავირუსზე ტესტირება 120 776 ადამიანს ჩაუტარდა. 17 089 ადამიანის პასუხი დადებითია.