ბრიტანეთში 80-ზე მეტი ეკოაქტივისტი დააკავეს, რომლებმაც გაზეთების გამოცემას შეუშალეს ხელი

00:10, 06.09.2020

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 80-ზე მეტი ეკოაქტივისტი დააკავა, რომლებმაც ბრიტანული გაზეთების გამოცემას შეუშალეს ხელი. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აქტივისტებმა ორი სტამბის შენობა დაბლოკეს.

შედეგად ბრიტანული გაზეთებით დატვირთულმა მანქანებმა სტამბის ეზოებიდან გასვლა ვერ მოახერხეს და გაზეთები დახლებზე დროულად ვერ მოხვდა.

საუბარია ისეთ ცნობილ გამოცემებზე, როგორიცაა „სანი“, „თაიმსი“, „დეილი ტელეგრაფი“ და ა.შ.

დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ გაზეთები კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მალავენ.

შეფერხების გამო გაზეთების რედაქციებმა მკითხველს ბოდიში მოუხადეს.

მსგავსი