ბრიტანეთმა ვიზა არ მისცა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელს, რომელმაც ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე აკრედიტაცია გაიარა
ბრიტანეთმა ვიზა არ მისცა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელს, რომელმაც ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე აკრედიტაცია გაიარა

ბრიტანეთმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელმაც ლონდონში დაგეგმილ მედიის თავისუფლების კონფერენციაზე აკრედიტაცია გაიარა, ვიზა არ მისცა.

მედიის თავისუფლების შესახებ კონფერენცია ლონდონში 10-11 ივლისს უნდა ჩატარდეს. მასში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი ქვეყნიდან ჩასული დელეგაცია, მათ შორისაა 60 მინისტრი და ათასზე მეტი ჟურნალისტი.

ამასთან, აღნიშნული პრესკონფერენციის გაშუქების უფლება არ მისცეს რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეისა“ და სააგენტო „სპუტნიკს“ . ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული.