ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა

15:25, 07.11.2025

დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.

ცნობისთვის, მომდევნო კვირაში აჰმედ ალ შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩადის, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.

მსგავსი