ბრიტანეთმა „ლუკოილის" ავსტრიული შვილობილი კომპანიის გაყინულ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის შეზღუდვები გააუქმა
დიდმა ბრიტანეთმა „ლუკოილის“ ავსტრიული შვილობილი კომპანიის გაყინულ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის შეზღუდვები გააუქმა.
ბრიტანულ კომპანიებს ახლა შესაძლებლობა აქვთ, გადარიცხონ თანხები Lukoil International-ის მოქმედ ანგარიშებზე. ამავდროულად, ეს ცვლილება არ ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას დამფუძნებელ რუსულ კომპანიაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რის გამო შევიდა ძალაში ეს ცვლილებები.ლიცენზია, რომელიც „ლუკოილის“ ავსტრიულ შვილობილ კომპანიასთან გადარიცხვების შენარჩუნების შესაძლებლობას ტოვებდა, გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა და ვადა 25 აგვისტოს იწურება.