ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო
დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ თავად საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ლიბანში უსაფრთხოების არასტაბილური სიტუაციით. ყველა ბრიტანელმა უნდა დატოვოს ლიბანი ახლავე, ვიდრე კომერციული მარშრუტები ხელმისაწვდომია“, – ნათქვამია განცხადებაში.