ბრიტანეთმა კორონავირუსის საფრთხის გამო თეირანიდან დიპლომატების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო
ბრიტანეთმა კორონავირუსის საფრთხის გამო თეირანიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეირანში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დარჩება. ისინი თეირანში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს გაუწევენ დახმარებას.