ბრიტანეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-მ მშვიდი მიდგომა უნდა შეინარჩუნოს, თუმცა საჭიროა, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა გაძლიერდეს
ბრიტანეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-მ მშვიდი მიდგომა უნდა შეინარჩუნოს, თუმცა საჭიროა, რეგიონში მოკავშირეების სამხედრო წარმომადგენლობა გაძლიერდეს.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორი იყო, როდესაც განაცხადა, რომ დიპლომატია გამოსავალია.
ჰილის თმით, რუსეთისგან მზარდი საფრთხეები და ჩინეთის ინტერესი საჭიროებს, რომ ნატო-მ უსაფრთხოება გააძლიეროს.
თავის მხრივ, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის რეგიონი უკვე აღარ არის მშვიდი ზონა და ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ აქტივობა, გაზარდონ ინვესტიციები და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან.