ბრიტანეთის ყველაზე ცუდმა გუნდმა 73-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
შოტლანდიურმა „ფორტ უილიამმა“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცუდი გუნდი უწოდეს, პირველი გამარჯვება იზეიმა ბოლო 840 დღის განმავლობაში.
31 ივლისს, გუნდმა შეწყვიტა 73-მატჩიანი მოუგებელია სერია, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail).
„ფორტ უილიამი“ ჩრდილოეთ შოტლანდიის თასის მატჩში შინ იღებდა „ნერნ ქაუნთის“ და ანგარიშით 5:2 მოიგო. ამ თამაშამდე „ფორტ უილიამის“ ბოლო მოგება 2017 წლის აპრილით თარიღდებოდა.
გასული სეზონი შოტლანდიის მეხუთე დივიზიონში მოასპარეზე გუნდმა ბურთების კატასტროფული სხვაობით დაასრულა: -221.