ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში დაიბრუნეს საკვანძო ტერიტორია და რუსეთს საკუთარი მიზნების უზრუნველყოფის შესაძლებლობა წაართვეს
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში დაიბრუნეს საკვანძო ტერიტორია და რუსეთს საკუთარი მიზნების უზრუნველყოფის შესაძლებლობა წაართვეს

უკრაინის ჩრდილოეთიდან გაყვანილი რუსული ქვედანაყოფები მნიშვნელოვან ხელახალ აღჭურვასა და შეკეთებას საჭიროებენ, ვიდრე ისინი უკრაინის აღმოსავლეთში გადაინაცვლებენ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ყოველდღიურ სადაზვერვო ინფორმაციაშია აღნიშნული.

არსებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში დაიბრუნეს საკვანძო ტერიტორია, რითაც რუსეთს საკუთარი მიზნების უზრუნველყოფის შესაძლებლობა წაართვეს და აიძულეს, ისინი დაეტოვებინათ ჩერნიგოვის გარშემო და კიევის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებით, ახლად დაკავებულ რეგიონების ნაწილებში მცირე საბრძოლო მოქმედებები სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება, მაგრამ დარჩენილი რუსული ძალების გაყვანის შემდეგ, ამ კვირაში მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.