ბრიტანეთის დაზვერვა - კრემლის მისწრაფებამ, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოაჩინოს ნებისმიერი ტიპის გამარჯვება, შესაძლოა, იქონიოს გავლენა ბრძოლის ველზე მათ გადაწყვეტილებებზე
ბრიტანეთის დაზვერვა - კრემლის მისწრაფებამ, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოაჩინოს ნებისმიერი ტიპის გამარჯვება, შესაძლოა, იქონიოს გავლენა ბრძოლის ველზე მათ გადაწყვეტილებებზე

კრემლის მისწრაფებამ, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოაჩინოს ნებისმიერი ტიპის გამარჯვება, შესაძლოა, უახლოეს კვირებში იქონიოს გავლენა ბრძოლის ველზე მათ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

მათი შეფასებით, რუსეთს აშკარად სურს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა 9 მაისამდე, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმაზე, რამდენად სწრაფად და აგრესიულად განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს უახლოეს მომავალში.

გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ახლა რუსული ძალები მიიწევენ კრამატორსკის მიმართულებით და ქალაქი მუდმივად სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა.

ამასთან, სადაზვერვო მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ დამატებით, აღმოსავლეთში აღინიშნება რუსული საჰაერო ძალების მაღალი აქტივობა სახმელეთო ჯარების შეტევის მხარდასაჭერად და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩახშობისა და განადგურებისთვის.