ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის

00:15, 07.03.2026

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული სამხედრო კონტინგენტი იზრდება.

სამინისტროს განმარტებით, რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების დაცვის მიზნით კატარში კიდევ ოთხი Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი ჩავა.

ამასთან, დღეს კვიპროსზე ავიამზიდით Wildcat-ის ტიპის ორი ბრიტანული ვერტმფრენი ჩავიდა, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის.

მსგავსი