ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინის ქმედებების შედეგად, შეიძლება, ნატო-ში მეტი წევრი იყოს, მან არასწორად იმოქმედა 2014 და 2008 წლებში
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინის ქმედებების შედეგად, შეიძლება, ნატო-ში მეტი წევრი იყოს, მან არასწორად იმოქმედა 2014 და 2008 წლებში

პუტინის ქმედებების შედეგად, შეიძლება, ნატო-ში მეტი წევრი იყოს, პუტინმა არასწორად იმოქმედა 2014 და 2008 წლებში, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა რუმინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, იქნება მეტი ლეტალური დახმარება, ნატო-ს საზღვრებზე კი, უფრო მეტი ძალა.

„ამის გამო, მეტი ლეტალური დახმარება იქნება. ნატო-ს საზღვრებზე მეტი ძალა იქნება, პუტინის ქმედებების შედეგად, შეიძლება, მეტი ნატო-ში წევრი იყოს. ეს არის ის, რაც მან არასწორად გააკეთა 2014 წელს. ეს არის ის, რაც მან არასწორად გააკეთა 2008 წელს. შედეგები ყოველთვის იმის საპირისპიროა, რისი მიღწევაც მას სურს. უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი ვალდებულებაა, დავრწმუნდეთ, რომ მათ ექნებათ რაც შეიძლება მეტი, დახმარება, რომელიც სჭირდებათ თავის დასაცავად და თუ რუსების ტაქტიკა შეიცვლება, შეიცვლება ის, რასაც ჩვენ ვაძლევთ მათ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეიტანოს წვლილი ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი როლი შევასრულოთ იმაში, რომ ვუთხრათ პუტინს: „თქვენსას ვერ მიაღწევთ, ვერ შეგვაშინებთ, ვერ გვაიძულებთ, წავიდეთ დათმობაზე ჩვენ ფასეულობებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია.“ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხებული ვნახოთ“, – თქვა ბენ უოლასმა.