ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ინტერესების მკაცრი ძალით დასაცავად
ომსა და მშვიდობას შორის საზღვრები ბუნდოვანია, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები კი, მზად უნდა იყვნენ საკუთარი ინტერესების მკაცრი ძალით დასაცავად, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
გევინ უილიამსონის თქმით, რუსეთმა პროვოკაციებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აშშ-თან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას და მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.
„ბრექსიტმა ჩვენს ისტორიაში დიდებული მომენტი მოგვცა, როდესაც უნდა გავაძლიეროთ გლობალური პოზიციები, გავზარდოთ ჩვენი იარაღის ლეტალურობა და ჩვენი წონა“, – აღნიშნა უილიამსონმა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გამოსვლის ტექსტი წინასწარ გავრცელდა. გევინ უილიამსონი სიტყვით 11 თებერვალს გეგმავს გამოსვლას.