ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – პუტინს სურს, რომ ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე გაამახვილოს ყურადღება

15:09, 09.04.2026

პუტინს სურს, რომ ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის ნაბიჯები წინასწარ განზრახული, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ყურადღeბა ირანთან ომზე იყო გადატანილი, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სწორედ ეს სურს.

„ის, რასაც დღეს წარმოვადგენ, აჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამხელთ მის საიდუმლო ოპერაციას, არამედ ვეუბნებით მას, რომ რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და ნატო-სთვის მთავარ საფრთხედ ვაღიარებთ და რომ პუტინს თვალს არ მოვაშორებთ, ამავდროულად კი ვმოქმედებთ ჩვენი ბრიტანული ინტერესებისა და ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ბრიტანელი მოკავშირეების დასაცავად“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ.

მსგავსი