ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ევროპა და გაერთიანებული სამეფო მთავარ როლს ასრულებენ თავდაცვის საკითხებში და უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ევროპა და გაერთიანებული სამეფო მთავარ როლს ასრულებენ თავდაცვის საკითხებში და უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა

ევროპა და გაერთიანებული სამეფო მთავარ როლს ასრულებენ თავდაცვის საკითხებში და უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს განუცხადა.

„თქვენ გამოწვევა გაუგზავნეთ ევროპას და მოითხოვეთ, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა უკრაინის, თავდაცვის ხარჯებისა და ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით. მე გეუბნებით, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა გასულ თვეში ევროპაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კონტინენტზე აშშ-ის ყოფნა სამუდამოდ არ გაგრძელდება და მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გააძლიერონ ძალისხმევა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.