ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბრიტანეთში მიმდინარე წლის მაისში ინფლაციამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს, 9.1 პროცენტს მიაღწია
ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბრიტანეთში მიმდინარე წლის მაისში ინფლაციამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს, 9.1 პროცენტს მიაღწია

ბრიტანეთში მიმდინარე წლის მაისში ინფლაციამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს, 9.1 პროცენტს მიაღწია.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მაისში მთავარი ფაქტორი იყო საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულების მატება, განსაკუთრებით გასული წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ვარდნასთან შედარებით. თვის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები მაისში 0.7 პროცენტით გაიზარდა.

„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ინფლაციის შესამცირებლად და მზარდი ფასების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკით, რომელიც არ მატებს ინფლაციურ ზეწოლას და აძლიერებს ჩვენს გრძელვადიან პროდუქტიულობას და ზრდას“, – განაცხადა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა, რიში სუნაკმა.