ბრიტანეთის საზღვაო ძალები იემენის სანაპიროსთან კიდევ ერთ გემზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას
ბრიტანეთის საზღვაო ძალები იემენის სანაპიროსთან კიდევ ერთ გემზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას

იემენის სანაპიროსთან მორიგ გემზე სცადეს თავდასხმა. ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ოფისის ინფორმაციით, ინციდენტი იემენის საპორტო ქალაქ მუხადან სამხრეთით, 50 საზღვაო მილში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გემის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 100 მეტრში მოხდა. აფეთქების შედეგად, ხომალდი არ დაზიანებულა და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ოფისმა კიდევ ერთი თავდასხმის მცდელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხომალდზე თავდასხმა ამჯერად იემენის ქალაქ ადენიდან 45 საზღვაო მილის დაშორებით სცადეს. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.