ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი Duncan-ი შავ ზღვაში შევიდა
ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი Duncan-ი შავ ზღვაში შევიდა

ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი Duncan-ი შავ ზღვაში შევიდა.

ნატო-ს საზღვაო სარდლობის ინფორმაციით, ბრიტანულ გემს თან ახლავს თურქული ფრეგატი Gaziantep-ი.

რუმინეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 30 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით, ბრიტანეთის, თურქეთისა და რუმინეთის გემები ზღვაზე დაკვირვების ოპერაციას ჩაატარებენ და შეასრულებენ სხვადასხვა მისიას შავი ზღვის ეროვნულ და საერთაშორისო წყლებში.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი MiG 21 Lancer მიიღებს.

პარალელურად, 24 იანვრიდან 13 თებერვლამდე, საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ჯგუფი შავი ზღვის აუზში ნავიგაციის მონიტორინგისთვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.