ბრიტანეთის საგარეო უწყება სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

15:11, 08.04.2018

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„აუცილებელია მომხდარის სასწრაფო გამოძიება და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ჩვენ მოვუწოდებთ სირიის რეჟიმს და მის მხარდამჭერებს, რუსეთს და ირანს, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფი მოხალისეებისა და ექიმების ცნობით, ქალაქ დუმაში განხორციელებული იერიშის დროს ქიმიური მომწამვლელი გაზი გაუშვეს. შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციით, 40-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა.

დამასკოსა და მოსკოვში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ.

მსგავსი