ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ ბრიტანული ნავთობტანკერების დაკავებას სერიოზული შედეგები მოჰყვება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ ბრიტანული ნავთობტანკერების დაკავებას სერიოზული შედეგები მოჰყვება

ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ ბრიტანული ნავთობტანკერების დაკავებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჯერემი ჰანთის განმარტებით, რეგიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლონდონში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თავად კი, ტელეფონით ამერიკელ კოლეგას, მაიკ პომპეოს გაესაუბრა.

ჯერემი ჰანთის განცხადებით, ირანის პირველ დიპლომატთან ტელეფონის გასაუბრების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მისივე თქმით, რეგიონში თავისუფალი ნავიგაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი ვითარების გამოსასწორებლად ყველაფერს გააკეთებენ. ამჟამად დიდი ბრიტანეთი პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში რეგიონში თავისუფალი ნავიგაცია არ აღდგება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

19 ივლისს ჰორმუზის სრუტეში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის წარმომადგენლებმა ორი ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავეს. მოგვიანებით, ერთმა ტანკერმა გზა განაგრძო, თუმცა ერთ გემთან კომუნიკაციის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.