ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ლიზ ტრასმა რუსეთის აგრესიული და დესტაბილიზებული ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო უკრაინაში სამხედრო შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

მინისტრის ცნობით, დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები გაერთიანებულები არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ეწინააღმდეგებიან კრემლის მუქარის შემცველ ქცევას.

ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა დეესკალაცია და მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვაა.