ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსებს გაუჭირდებათ რესურსების მოძიება, პაუზა მოუწევთ, რაც უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს
რუსეთის ბოლოდროინდელი მიღწევები მცირეა და მოსკოვს „ორთქლი ეწურება“, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა.
„ემ აი 6“-ის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა დაინახა „ეპიკური მარცხი“ თავის თავდაპირველ მიზნებში: კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის გადაყენება, კიევის აღება და დასავლეთში განხეთქილების დათესვა. რიჩარდ მურმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ევროპაში აგრესიის ყველაზე საშინელი შიშველი აქტი“ უწოდა.
„ჩვენი შეფასებით, რუსებს სულ უფრო და უფრო გაუჭირდებათ ადამიანური ძალის და მასალების მოძიება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაღაცნაირად პაუზა მოუწევთ და ეს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს“, – თქვა რიჩარდ მურმა.