ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელზე საპასუხო თავდასხმის დროს სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა.

სამმა ევროპულმა ქვეყანამ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის წარდგენილ წინადადებას, რომელიც დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის დაგმობას ითვალისწინებდა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულეს. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ირანის ელჩები იორდანიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამოიძახეს. იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანის მედიის მხრიდან „შეურაცხმყოფელი განცხადებები“ გაკეთდა.